The Telegraph-მა პრემიერლიგის სეზონის 50 გამორჩეული მოთამაშის სია გამოაქვეყნა. საუკეთესო „მანჩესტერ სიტისა“ და ბელგიის ნაკრების ნახევარმცველი, კევინ დე ბრუინი გახდა. მეორე ადგილზე „ლივერპულის“ შუახაზელი, ჯორდან ჰენდერსონი გავიდა, მესამეზე - ასევე მერსისაიდელი მცველი, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი.
პირველი ათეული კი, სადაც ხუთი ლივერპულელია, ასე გამოიყურება:
- კევინ დე ბრუინი („მანჩესტერ სიტი“)
- ჯორდან ჰენდერსონი („ლივერპული“)
- ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი („ლივერპული“)
- ჯეკ გრილიში („ასტონ ვილა“)
- სადიო მანე („ლივერპული“)
- სერხიო აგუერო („მანჩესტერ სიტი“)
- მოჰამედ სალაჰი („ლივერპული“)
- ვირჯილ ვან დეიკი („ლივერპული“)
- ჯეიმი ვარდი („ლესტერი“)
- რიად მაჰრეზი („მანჩესტერ სიტი“)