ფეხბურთი

16:22 | 18.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

მანემ კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად სენეგალელებს 45 ათასი ევრო გაუგზავნა

„ლივერპულის“ გარემარბმა, სადიო მანემ, 45 ათასი ევრო შესწირა თანამემამულე სენეგალელებს - გვამცნობს BBC.

წყაროს მტკიცებით, 27 წლს მანემ ეს გადაწყვეტილება „სპონტანურად“ მიიღო, მას შემდეგ, რაც საკუთარი თვალით იხილა ინფიცირებულების მდგომარეობა.

მან ასევე ოფიციალური წერილით მიმართა თანამემამულეებს, სადაც მოუწოდა მთელი სერიოზულობით მოეკიდონ პრობლემას.

დღესისათვის სენეგალში კორონავირუსით დაინფიცირების 27 შემთხვევაა დაფიქსირებული. ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა.

0.116592