ფეხბურთი

16:49 | 18.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

„ტოტალური იუბილე“ – „აიაქსი“ 120 წლისაა

დღეს, 18 მარტს, ზუსტად 120 წელიწადი შესრულდა ლეგენდარული ამსტერდამული კლუბის - „აიაქსის“ დაარსებიდან. ისტორიის მანძილზე მათ ნიდერლანდების ჩემპიონობა 34-ჯერ მოიგეს, ქვეყნის თასი კი 19-ჯერ აღმართეს (ორივე სარეკორდო მაჩვენებელია).

ოთხჯერ იმარჯვეს ჩემპიონთა თასის (ლიგის) გათამაშებაში, თითოჯერ უეფასა და თასების მფლობელთა თასის გათამაშებაში. სამჯერ მოიგეს უეფას სუპერთასი და ორჯერ საკონტინენტთაშორისო თასი.

70-იანი წლების დასაწყისში, რინუს მიხელსის ხელმძღვნელობით, „აიაქსი“ ტოტალური ფეხბურთის ფუძემდებელი გახდა, კლუბში არაერთ ლეგენდარულ ფეხბურთელს უთამაშია, მათ შორის, „ოქროს ბურთის“ სამგზის მფლობელებს: იოჰან კრუიფს და მარკო ვან ბასტენს.

90-იან წლებში „აიაქსში“ ორი ქართველი ასპარეზობდა: შოთა არველაძე და გიორგი ქინქლაძე.

0.112745