სოლომონ კვირკველიამ მოსკოვის „ლოკომოტივში“ კუთვნილი ადგილი დაიბრუნა და მიმდინარე სეზონში პირველად ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. Championat-მა XXII ტურში ჩვენებური გამოარჩია.
ხსენებული გამოცემისთვის ტურის სიმბოლურ ნაკრებს ვალერი გაზაევი ადგენს, რომელმაც წინა ტურში ჯემალ ტაბიძე შეიყვანა საუკეთესო 11-ეულში, ახლა კი კვირკველიას ჯერი დადგა.
„როსტოვთან“ „ლოკომოტივის“ გამარჯვება მეტწილად სიომინის გუნდის ცენტრალური მცველითაა განპირობებული. კვირკველიამ ძალიან საიმედოდ ითამაშა“, - ასე შეაფასა გაზაევმა ჩვენებური.
შეგახსენებთ, „ლოკომოტივმა“ „როსტოვი“ 3:1 დაამარცხა, ხოლო ქართველმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა. საერთოდ, ზამთრის პაუზის შემდეგ კვირკველია იური სიომინის გუნდის ძირითადი შემადგენლობის განუყოფელ ნაწილად კვლავინდებურად იქცა.