ქუთაისის „ტორპედომ“ კორონავირუსის გამო საწვრთნელი პროცესი შეწყვიტა, როგორც მთავარ, ისე ასაკობრივ გუნდებში.
როდემდე გაგრძელდება შეზღუდვები ამ ეტაპზე უცნობია და ყველაფერი განვითარებულ მოვლენებზე იქნება დამოკიდებული.
გარდა ამისა, „ტორპედო“ მზადაა საწვრთნელი ბაზა საკარანტინო ზონად მოაწყოს და მოსახლეობას მოემსახუროს. შეგახსენებთ, ეროვნული ლიგა 1 აპრილამდე შეწყვეტილია.