ჩინეთის სუპერლიგა 18 აპრილს დაიწყება. ამის შესახებ Sportsmail-ი წერს. ჩინური გუნდები უკვე ბრუნდებიან ესპანეთიდან სამშობლოში, სადაც ზამთრის შეკრება გაიარეს და ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო იქ დარჩენა მოუწიათ.
ვითარება კი შეიცველა და ახლა ჩინეთი უფრო უსაფრთხო ქვეყნადაა მიჩნეული, ვიდრე მაგალითად ესპანეთი.
ყველა გუნდი ჩინეთში დაბრუნების შემდეგ ვალდებული იქნება 14-დღიანი კარანტინი გაიაროს, ხოლო ჩემპიონატი, რომელიც 22 თებერვალს უნდა დაწყებულიყო, სტარტს 18 აპრილს აიღებს.