კატალონიის „ბარსელონა“ მილანის „ინტერის“ თავდამსხმელის, ლაუტარო მარტინესის შეძენას ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში აპირებს.
„ბლაუგრანას“ ინტერესი არგენტინელი შემტევისადმი ძველი ამბავია, Sport-ის ინფორმაციით კი, თავად ლაუტარომ „რეალსა“ და კატალონელთა შორის უპირატესობა „ბარსას“ მიანიჭა.
ჯერჯერობით უფრო მეტი კონკრეტული ცნობა არ ვრცელდება. „ინტერის“ თავდამსხმელით ინტერესს „მანჩესტერ სიტი“, „ჩელსი“ და პსჟ-ც იჩენენ.
მიმდინარე სეზონში 22 წლის ფეხბურთელმა ყველა ტურნირის ჩათვლით 31 თამაში ჩაატარა და 16 გოლის გატანა შეძლო.