ფეხბურთი

17:56 | 16.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერი" კასტროვილისთვის ბრძოლაში ფავორიტია

ფლორენციის „ფიორენტინას“ ნახევარმცველი გაეტანო კასტროვილი მილანის „ინტერის“ მთავარი სამიზნეა. Gazzetta Dello Sport-ის ინფორმაციით, ტრანსფერი ინიციატორი ანტონიო კონტე გახლავთ.

23 წლის კასტროვილი მიმდინარე სეზონში სერია A-ში პირველად თამაშობს, მიუხედავად ამისა, 24 მატჩში 3 გოლი გაიტანა და წამყვანი გუნდების ინტერესის სფეროში მოხვდა.

„ინტერი“ კი მათ შორის ფავორიტად ითვლება და ფლორენციელებს 40 მილიონ ევროს სთავაზობს, ხოლო თავად ფეხბურთელს სეზონში 1.5 მილიონ ევროს. კასტროვილის „იებთან“ მოქმედი კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

0.114012