"ლაციოს" "ლივერპულის" 30 წლის ხორვატი მცველის დეიან ლოვერნის ყიდვა სურს, აღნიშნულ ინფორმაციას იტალიური მედია მედია ავრცელებს.
ლოვერნს "ლივერპულთან" კონტრაქტი 2021 წელს ეწურება, მაგრამ გავრცელებული ინფორმაციით, ხორვატი "მერსისაიდელებს" 2020 წლის ზაფხულში დატოვებს.
მიდმინარე სეზონში ლოვერნმა ინგლისის ჩემპიონატში ცხრა შეხვედრა ჩაატარა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.