ფეხბურთი

22:48 | 15.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

ვერტონგენის სახლში შეიარაღებული მძარცველები შეიჭრნენ

ლონდონის „ტოტენჰემის“ მცველ იან ვერტონგენის ოჯახს თავს დაესხნენ. როგორც ბრიტანული მედია იტყობინება, შემთხვევა 10 მარტის საღამოს მოხდა, როდესაც ბელგიელი გერმანიაში „ლაიფციგთან“ მატჩზე იმყოფებოდა.

ოთხი დამნაშავე ნიღბებით და შეიარაღებულნი შეიჭრნენ იანის სახლში, სადაც მისი მეუღლე და ორი შვილი იმყოფებოდნენ. თავდამსხმელებმა ვერტონგენის შვილები მძევლად აიყვანეს და მეუღლე აიძულეს ფულის და ძვირფასეულობის ადგილმდებარეობა ეთქვა.

„ისინი შეიარაღებულნი იყვნენ დანები და იარაღი ჰქონდათ, მოითხოვეს ფული და ძვირფასეულობა. იანის ცოლს შეეშინდა და მოიქცა ისე, როგორც დამნაშავეებმა უთხრეს. საბედნიეროდ არავინ დაშავებულა“, - თქვა „ტოტენჰემის“ წარმომადგენელმა Daily Express-თან.

როგორც ცნობილია დამნაშავე პირები ამ დროისთვის არ დაუკავებიათ.

0.116119