ფეხბურთი თითქმის ყველგან გაჩერდა, ერთეული ქვეყნებია, სადაც მწვანე მინდორზე ბურთს ჯერ კიდევ აგორებენ. ერთ-ერთი რუსეთია, სადაც „ზენიტმა“ „ურალი“ 7:1 გაანადგურა.
რუსული გუნდის გულშემატკივრებმა კი ყურადღება მიიქციეს, მითუფრო ასეთ დელიკატურ პერიოდში და ისმოდა მათი შეძახილები: „ჩვენ ყველანი მოვკვდებით! ჩემი საყვარელი ჟანრია - დღესასწაული ჭირის დროს“.
იქვე ბანერიც გამოფინეს: "ჩვენ ყველანი ფეხბურთით ვართ ინფიცირებულნი და "ზენიტისთვის" მოვკვდებით".