ფეხბურთი

20:18 | 14.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

ბონუჩიმ შვილის გადამრჩენ საავადმყოფოს 120 ათასი ევრო გადაურიცხა

„იუვენტუსის“ ფეხბურთელმა ლეონარდო ბონუჩიმ და მისმა მეუღლემ მარტინა მაკარიმ კორონავირუსთან ბრძოლაში თავიანთი წვლილი შეიტანეს. Tuttosport-ის ცნობით, იტალიელი ფეხბურთელის ოჯახმა ტურინის ერთ-ერთ საავადმყოფოს 120 ათასი ევრო აჩუქა.

ხსენებულ თანხას ჰოსპიტალი კორონავირუსთან ბრძოლისთვის საჭირო მასალების საყიდლად გამოიყენებს.

ნიშანდობლივია, რომ ამ საავადმყოფოში 2016 წელს, იმხანად ბონუჩის 2 წლის შვილი მატეო სიკვდილისგან იხსნეს. ბონუჩიმ კი, არჩევანიც ამ მიზეზით უფრო მარტივად გააკეთა.

0.118491