ფეხბურთი

16:49 | 14.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

მარადონა გუნდისგან იზოლირებულია

ლეგენდარული დიეგო მარადონა, რომელიც ამჟამად არგენტინული „ხიმნასია ი ესგრიმას“ მთავარი მწვრთნელია, შესაძლოა, კორონავირუსით იყოს დაინფიცირებული. როგორც კლუბის ექიმმა, ფლავიო ტუნესიმ ჟურნალისტებს უთხრა, მარადონა ამჟამად მოთამაშეებისგან იზოლირებულია.

„გამაფრთხილებელ ზომებს ვიღებთ, ახლა მარადონა ფეხბურთელებისგან იზოლირებულია და პირველ სართულზე ცალკე ოთახში იმყოფება, რადგან რისკის ჯგუფში შედის.“ - ციტირებს ტუნესის სიტყვებს Foot Mercato.

მანამდე მარადონამ იტალიელებს კორონავირუსთან დაკავშირებით თანადგომა გამოუცხადა: „ნეაპოლში შვიდ წელიწადს ვცხოვრობდი. იქ ჩემო ოჯახის ნაწილი და უამრავი ადამიანი ცხოვრობს რომლებსაც ვუყვარვარ და მეც მიყვარს. იტალია ჩემი ცხოვრების ნაწილია, ამიტომ ძნელბედობისას მინდა თანადგომა გამოვუცხადო და ვირუსისგან მალე განკურნება ვუსურვო.“ - განაცხადა არგენტინელმა.

0.116521