ფეხბურთი

15:55 | 14.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

ქართველების მშვიდობიანი დღე ყაზახეთში (+VIDEO)

ევროპაში უფეხბურთობა გამეფდა, მაგრამ ყაზახეთის ჩემპიონატი არ შეჩერებულა და დღეს სტარტი მეორე ტურმა აიღო. ორი მატჩი გაიმართა და მოედანზე ხუთი ქართველი ფეხბურთელი ვიხილეთ.

პირველ ტურში ორი ქართული გოლი გავიდა (ლუკა ზარანდია და ელგუჯა ლობჯანიძე), ამჯერად, ჩვენებურებმა თავი ვერ გამოიჩინეს. „ტობოლი“ „ჟეტისუს“ ესტუმრა და უგოლოდ დაშორდა. ნიკა კვეკვესკირი, ჯაბა კანკავა და ლუკა ზარანდია ძირითად შემადგენლობაში იყვნენ. ეს უკანასკნელი 39-ე წუთზე გააფრთხილეს, ხოლო შესვენების შემდეგ მინდორზე აღარ გამოჩენილა.

პარალელურად პავლოდარის „ირტიშმა“ „კიზილჟარს“ უმასპინძლა და ეს მატჩიც ფრედ დასრულდა, ოღონდ 1:1. მასპინძელთა რიგებში ლევან კუტალიამ 80 წუთი ითამაშა, ხოლო სტუმართა შემადგენლობაში შოთა გრიგალაშვილი 68 წუთი იყო მინდორზე.

„ტობოლი“ 4 ქულით მესამე ადგილზეა, „ირტიში“ და „კიზილჟარი“ თითო ქულით იწონებენ თავს, ხოლო ხვალ ელგუჯა ლობჯანიძის „კაისარი“ ითამაშებს.

0.11643