ფეხბურთი

20:40 | 13.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგაზე შესაძლოა "ოთხთა ფინალი" შედგეს

უეფამ ჩემპიონთა და ევროპა ლიგების მომდევნო კვირაში დაგეგმილი ყველა შეხვედრა გადადო. კორონავირუსის პანდემიად გამოცხადების შემდეგ ევროპის ფეხბურთის მმართველი უწყება, პრაქტიკულად იძულებული გახდა ასეთი ნაბიჯი გადაედგა.

უფრო მეტი დეტალი ცნობილი 17 მარტს გახდება, როდესაც უეფა სპეციალურ ვიდეოკონფერენციას ჩაატარებს, თავისი წევრი ყველა ქვეყნის ფედერაციებთან და ევროპულ კლუბებთან. ამასობაში კი, ჩემპიონთა ლიგის გაგრძელების შესაძლო გზებს ეძებენ. განიხილება ვარიანტი, რომ "ოთხთა ფინალი" შედგეს.

ამჟამად ჩემპიონთა ლიგაზე მერედფინალის ოთხი საპასუხო შეხვედრა, ევროპა ლიგის რვავე საპასუხო შეხვედრა და ორიც მერვედფინალის პირველი მატჩებია ჰაერში გამოკიდებული. შემდეგ კი უკვე მეოთხედფინალები, ნახევარიფნალები და ფინალი.

ვინაიდან, პაუზით კალენდარი აუცილებლად შეიცვლება, უეფა არ გამორიცხავს, დროის მოგების მიზნით „ოთხთა ფინალი“ შემოიღოს (ერთჯერადად). ეს იმას ნიშნავს, რომ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალ-ფინალებს თურქეთის ქალაქი სტამბოლი უმასპინძლებს და გუნდები სახლი-გასვლის პრინციპის ნაცვლად, ერთი თამაშის შედეგად გაარკვევენ ფინალისტის ვინაობას. იგივე პრინციპი იქნება ევროპა ლიგაზეც, ოღონ ამ შემთხვევაში „ოთხთა ფინალს“ პოლონეთის ქალაქი გდანსკი დაუხვდება.

ცხადია, ეს ჯერჯერობით მხოლოდ ვარაუდია, მანამდე უნდა დაველოდოთ 17 მარტს და შემდეგ უკვე ზოგადად მსოფლიოში განვითარებულ მოვლენებს.

0.117705