იტალიის ჩემპიონ „იუვენტუსში“ 121 ადამიანი იზოლაციაშია. როგორც ტურინელთა ვებგვერდი იტყობინება, ფეხბურთელები და კლუბში დასაქმებული ადამიანები ჯანდაცვის ორგანოების მოთხოვნების შესაბამისად მოქმედებენ.
„გუშინდელი ამბების შემდეგ, რომლის შედეგად ფეხბურთელ დანიელე რუგანის კორონავირუსი დაუდასტურდა, 121 ადამიანი, მათ შორის ფეხბურთელები, სტაფი, მენეჯერები, თანამშრომლები ნებაყოფლობით ოზილაციაში იმყოფებიან. ჩვენ ვმოქმედებთ ჯანდაცვის ორგანოების მოთხოვნების შესაბამისად და მოქმედი დებულებების საფუძველზე“, - ნათქვამია ოფიციალურად განცხადებაში.
შეგახსენებთ, დანიელე რუგანის კორონავირუსით ინფიცირების შემდეგ ტურინელები ორკვირიან კარანტინში გავიდნენ და ამიტომ ჩემპიონთა ლიგაზე „ლიონთან“ მატჩი გადაიდო.