ფეხბურთი

22:48 | 12.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

ვან დეიკი რუგანის დაინფიცირებაზე: "ის ტურინშია, მე - აქ"

ინგლისური „ლივერპულის“ მცველმა ვირჯილ ვან დეიკმა „ატლეტიკოსთან“ მარცხის შემდეგ კორონავირუსზე ისაუბრა. ნიდერლანდელი მცველის განცხდებით, შეშინებული არაა, დანიელე რუგანი ტურინშია და ის ლივერპულში.

„კორონავირუსზე ვერაფერს ვიტყვი, ეს მთლიანად აღემატება ჩემს კომპეტენციას. შესაბამისმა ორგანოებმა გადაწყვეტილება უნდა მიიღონ, ვვარჯიშობ და ვითამაშებ მაშინ, როდესაც ამას მეტყვიან. რუგანის დადებითი ტესტი? შეშინებული არ ვარ, ის ტურინშია, მე კი აქ“, - თქვა ვან დეიკმა.

ვან დეიკის ამ განცხადებას გულშემატკივრებში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. შეგახსენებთ, რუგანის კორონავირუსი გუშინ ოფიციალურად დაუდასტურდა.

0.114348