ფეხბურთი

20:59 | 12.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგის ორი მერვედფინალური თამაში გადაიდო

ჩემპიონთა ლიგის ორი მერვედფინალური შეხვედრა გადაიდო. უეფას ვებგვერდის ინფორმაციით, 17 მარტს გასამართი თამაშები, „მანჩესტერ სიტი“ – „რეალი“ და „იუვენტუსი“ – „ლიონი“ არ გაიმართება.

მიზეზი კორონავირუსია. როგორც მოგეხსენებათ, „იუვენტუსის“ ფეხბურთელ დანიელე რუგანის და „რეალის“ საკალათბურთო გუნდის ერთ-ერთ მოთამაშეს კორონავირუსი დაუდასტურდათ.

ამის გამო ორივე გუნდი 14 დღიან კარანტინში გავიდნენ და ბუნებრივია, თამაშს ვერ ჩაატარებდნენ. უეფამ ორივე თამაში დაუდგენელი ვადით გადადო.

აქვე გეტყვით, რომ 17 მარტს სპეციალური ვიდეოკონფერენცია გაიმართება, სადაც ევროთასებისა და ევრო 2020-ის ბედი გაირკვევა.

0.11983