„ლივრპულის“ ყოფილმა ვარსკვლავმა, მაიკლ ოუენმა, ჟურნალისტებს მისი ყოფილი კლუბის ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნის შესახებ ესაუბრა.
„მართალია, „ლივერპული“ გავარდა, მაგრამ ეჭვი არ არის, ამის შემდეგ დიდმა კლუბებმა შვებით ამოისუნთქეს. „ლივერპული“ ევროპის საუკეთესო გუნდია, ამაში დარწმუნებული ვარ. მართალია ორრაუნდიან ბრძოლაში „ატლეტიკოსთან“ დამარცხდა, მაგრამ დიდებული 90 წუთი შესთავაზა მაყურებელს. ალბათ, გუნდებს შორის მთავარი განსხვავება მეკარეები იყვნენ.
„ატლეტიკოს“ ფეხბურთელები გასახდელში დასხდებიან, ერთმანეთს შეხედავენ და იტყვიან: რა მაგარი გუნდი დავამარცხეთ, მსგავსი არასდროს არაფერი გვინახავსო.“ - უთხრა ოუენმა BT Sport-ს.