ფეხბურთი

18:20 | 11.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

23 წლის გერმანელ ფეხბურთელს კორონავირუსი აღმოაჩნდა

ჰანოვერის“ მცველმა, ტიმო ჰიუბერსმა, კორონავირუსზე გამოკვლევა ჩაიტარა და დადებითი შედეგი დაუფიქსირდა - გვამცნობს კლუბის პრესსამსახური. 23 წლის ფეხბურთელი გასულ კვირას ჰილდესჰაიმში ყოფნისას დაინფიცირდა. ამჟამად ის შინ, კარანტინში იმყოფება.

მიუხედავად იმისა, რომ ტიმოს თანაგუნდელებთან ურთიერთობა არ ჰქონია, კლუბი ყველა ფეხბურთელს, მწვრთნელსა და მომსახურე პერსონალს შეამოწმებს კორონავირუსის თაობაზე.

„ტიმო მისაბაძი ადამიანია. ახლა მას ვირუსის სიმპტომები არ აქვს, მაგრამ თავიდანვე, როგორც კი შეიტყო, რომ ადამიანს, ვისთანაც კონტაქტობდა, ვირუსის დადებითი პასუხი დაუდასტურდა, მაშინვე მიმართა ექიმს და კარანტინში გადავიდა.“ - განაცხადა „ჰანოვერის“ სპორტულმა დირექტორმა, გერარდ ცუბერმა.

0.11539