ფეხბურთი

11:59 | 11.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

ნაგელსმანმა ჩემპიონათა ლიგაზე რეკორდი დაამყარა

"ლაიფციგის" მთავარი მწვრთნელი იულიან ნაგელსმანმა ჩემპიონთა ლიგაზე რეკორდი დაამყარა. "ლაიფციგმა" ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალურ სერიაში "ტოტენჰემი" ორი მატჩის ჯამში 4:0 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.

ნაგელსმანი გახდა ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაის 1/4-ფინალში გასვლა მოახერხა, აღნიშნულ ინფორმაციას Opta ავრცელებს. იულიანის ასაკი 32 წელი და 231 დღეა.

მატჩის შემდეგ ნაგელსმანმა მცირე კომენტარი გააკეთა.

"ბედნიერი ვარ, მომდევნო ეტაპზე თამაში უფლება მოვიპოვეთ, თანაც რაც მთავარია ოთხი გოლი გავიტანეთ და არც ერთი არ გავუშვით, თანაც ვისთან "ტოტენჰემთან", რომელიც ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა"- გაანცხადა 32 წლის სპეციალისტმა.

0.114769