ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალურ შეხვედრაში "ლაიფციგმა" "ტოტენჰემი" 3:0 დაამარცხა და ლონდონელები ტურნირს გამოეთიშნენ. მატჩის შემდეგ ჟოზე მოურინიომ მცირე კომენტარი გააკეთა.
"მატჩამდე იმედი გვქონდა, რომ ჩვენ მოვიგებდით, მაგრამ მეტოქე ძლიერი აღმოჩნდა, მათ ფიზიკურად კარგად მომზადებული ფეხბურთელები ჰყავთ. პირველი გაშვებული გოლის შემდეგ ძალიან გაგვიჭირდა, მეტოქემ ჩვენი შეცდომები კარგად გამოიყენა. ჩემს ფეხბურთელებს ვერაფერს დავაბრალებ, ისინი გამარჯვებისთვის ყველაფერს აკეთებდნენ" - განაცხადა მოურინიომ.