თამაშგარე

10:40 | 11.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

ირინა შეიკს კორონავირუსის არ ეშინია

ახლა, როდესაც მთელს მსოფლიოში კორონავირუსის აჩრდილი დაძრწის და ადამიანები არცთუ უსაფუძვლო შიშში არიან, იშვიათად მოიძებნებიან პერსონები, რომლებსაც ვირუსი არ აშინებთ და მეტიც - სხვებსაც მოუწოდებენ პანიკის აყოლის ნაცვლად ჭეშმარიტი სიმშვიდე შეინარჩუნონ.

ასეთი ადამიანის მაგალითია კრიშტიანუ რონალდუს ყოფილი გულისსწორი, რუს-თათარი მოდელი ირინა შეიკი, რომელიც ამბობს, რომ პლანეტაზე ვირუსის გავრცელების ყველაზე დიდი მიზეზი პანიკური შიშია და რომ არა ეს შიში, ავისმქნელი და ვერაგი კორონა აქამდე უკვე დამარცხებული იქნებოდა.

ირინა შეიკი ჟურნალისტებთან საუბარში გამოტყდა, რომ ძალიან წყდება გული მადრიდში დაგეგმილი გრანდიოზული ჩვენება რომ გადაიდო, სადაც იგი საზოგადოების წინაშე მოდელიორის ამპლუაში უნდა წარმოდგენილიყო და მის მიერ შეკერილ კაბებს გამოამზეურებდა. კაბა თევზი არაა რომ გაფუჭდეს. გადაივლის ეს ვირუსოფობიაც და...

0.152798