ესპანეთის ჩემპიონატის მომდევნო ორი ტური უმაყურებლოდ ჩაივლის. როგორც ლა ლიგის ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება, ლა ლიგის 28-ე და 29-ე ტური, ხოლო სეგუნდა დივიზიონის 32-ე და 33-ე ტური დახურულ კარს მიღმა ჩატარდება.
ცხადია, მიზეზი კორონავირუსის საფრთხეა, რის გამოც პირინეის ნახევარკუნძულზე აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღეს.
საინტერესოა, რომ ამით ყველაზე მეტად მადრიდის „რეალი“ იზარალებს, რადგან ზინედინ ზიდანის გუნდი მომდევნო ორივე მატჩს საკუთარ მოედანზე გამართავს - „ეიბართან“ და „ვალენსიასთან“.
აქვე გეტყვით, რომ იტალიის სერია A 3 აპრილამდე საერთოდ შეწყდა, ხოლო ჩემპიონთა ლიგის რვა მერვედფინალური მატჩიდან ხუთი უმაყურებლოდ გაიმართება.