ეპატაჟური არგენტინელი მომღერალი მარტინას შტოსელი ფეხბურთის მოყვარულთათვის საყოველთაოდ ცნობილი ამ ორი წლის წინ გახდა, როდესაც მისი ბედი არგენტინელ მობურთალთან, სერხიო აგუეროსთან დააკავშირეს მხოლოდ იმიტომ, რომ ერთ-ერთ ძველ ინტერვიუში სერხიომ მარტინა თავის საყვარელ მომღერლად დაასახელა.
ახლახანს კი თავად შტოსელის ქალმა გადანასკვა საკუთარი თავი ფეხბურთთან და დაიწუწუნა, რომ ბავშვობიდან სურს მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის გახსნაზე იმღეროს. მაგრამ ჯერჯერობით ეს ოცნება ვერ აუხდა და ისიც დაამატა, რომ საქმე იქითკენ მიდის, ამ ოცნებას ახდენა არ უწერია.
მარტინა შტოსელის წუწუნსა და ცრემლთა დენას მსწრაფლივ გამოეხმაურა ფეხბურთთან მჭიდროდ დაკავშირებული კიდევ ერთი მომღერალი, კოლუმბიელი შაკირა, რომელმაც კოლეგა გაამხნევა და ურჩია, რომ დაელოდოს მომავალს. ადრე მასაც არ სჯეროდა დიდი წარმატებების, თუმცა 2010 წლის მუნდიალის გახსნაზე მიკროფონი მაინც დააჭერინეს ხელში...