ფეხბურთი

20:47 | 9.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

ზედიზედ მეორედ - გიორგი მაკარიძე ტურის სიმბოლურში

სეტუბალის „ვიტორიას“ მეკარეს გიორგი მაკარიძეს ლისაბონის „ბენფიკასთან“ ჩინებული გარჯა დაუფასდა და პორტუგალიის პრიმეირა ლიგის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. ქართველი კარის დარაჯი Goalpoint-მა გამოარჩია და 7.8 ქულით შეაფასა.

აღსანიშნავია, რომ მაკარიძე ზედიზედ მეორედ (XXIII და XXIV ტურში) შეიყვანეს ტურის სიმბოლურ ნაკრებში.

შეგახსენებთ, გიორგიმ „ბენფიკასთან“ მაღალ დონეზე ითამაშა, ჩემპიონობისთვის მებრძოლ „არწივებთან“ საკუთარი კარი ჩინებულად დაიცვა და მისი ბარიერი პიციმ ერთადერთხელ პენალტის ნიშნულიდან გადალახა.

0.154628