ფეხბურთი

17:25 | 8.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

კვარაცხელიას წითელი ბარათი და "რუბინის" მორიგი უგოლო თამაში (+VIDEO)

ყაზანის „რუბინი“ რუსეთის პრემიერლიგაში წარუმატებელ ასპარეზობას აგრძელებს და როგორც პირველ წრეში, ახლაც გოლის გატანა ძალიან უჭირს. გუნდს ვერც ლეონიდ სლუცკი შველის, რომლის ხელმძღვანელობით ორი ოფიციალური მატჩი უგოლოდ დასრულდა.

„რუბინი“ 21-ე ტურში უშუალო კონკურენტ სამარის „კრილია სოვეტოვს“ შეხვდა და მარცხი განიცადა - 0:1. ორივე ქართველი ძირითად შემადგენლობაში იყო.

ზურიკო დავითაშვილმა შეუცვლელად ითამაშა, ხოლო ხვიჩა კვარაცხელია პირველი ტაიმის ბოლოს გააძევეს. ჩვენებურმა მე-17 და 45-ე წუთებზე ორჯერ მიიღო ყვითელი ბარათი და გასახდელში იძულებით შესვლა მოუწია.

ამასობაში, „რუბინი“ 20 ქულით მე-14 ადგილზე დაქვეითდა და გავარდნის რეალური საფრთხე ემუქრება. ყაზანელთა შეტევის ხაზი კი უბრალოდ საშინლად გამოიყურება - 21 თამაში და 11 გატანილი გოლი...

0.130706