ყაზახეთის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონი გოლით დაიწყო ელგუჯა ლობჯანიძემ. „კაისარის“ ახალწვეულმა ქართველმა ფორვარდმა პირველივე ოფიციალურ მატჩში თავის გამოჩენა შეძლო და საკუთარ გუნდს მოაგებინა.
„კაისარმა“ პავლოდარის „ირტიშს“ უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით, 1:0 დაამარცხა. ეს ერთადერთი გოლი ლობჯანიძის ანგარიშზეა, რომელმაც მე-11 წუთზე ახლო მანძილიდან აიღო მეტოქის კარი. "ირტიშის" რიგებში თადარიგში დარჩა ქართველი თავდამსხმელი ლევან კუტალია.
შეგახსენებთ, გუშინ „ტობოლში“ სადებიუტო თამაში ასევე გოლით აღნიშნა ლუკა ზარანდიამაც.