იტალიის სერია C-ს ბინადარ „ნოვარას“ პრეზიდენტ მაურიციო რულოს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც კლუბის ოფიციალური განცხადებიდან ვიგებთ, ინფექცია განპირობებულია გერმანიაში მივლინებით.
„ნოვარა“ აცხადებს, რომ ჩვენმა მფლობელმა მაურიციო რულომ ლომბარდიის საავადმყოფოში გამოკვლევა ჩაიტარა და COVID-19 დაუდასტურდა. ვირუსის დადებითი პასუხი განპირობებულია გერმანიაში მივლინებით“, - წერია კლუბის ვებგვერდზე.
როგორც „ნოვარა“ იტყობინება, გუნდის სხვა წევრებს ამ ეტაპზე საფრთხე არ ექუქრებათ და სამედიცინო პერსონალი მჭიდრო კონტაქტში იმყოფება კომპეტენტურ ორგანოებთან.