არგენტინის სუპერლიგის 2019/20 წლების სეზონის ჩემპიონი "ბოკა ხუნიორსი" გახდა. დედაქალაქურმა გუნდმა ბოლო, 23-ე ტურის მატჩი ლა პლატას "ხიმნასიის" წინააღმდეგ ჩაატარა და კარლოს ტევესის გოლის წყალობით 1:0 მოიგო, სატურნირო ცხრილში "რივერ პლეიტს" ორი ქულით გაასწრო და ქვეყნის ჩემპიონი 34-ედ გახდა.
აღსანიშნავია, რომ "რივერ პლეიტმა" ბოლო ტურის შეხვედრა სტუმრად "ატლეტიკო ტუკუმანთან" ფრედ 1:1 დაასრულა, მართალია მარსელო გალარდოს შეგირდებმა პირველივე ტაიმში გაათანაბრეს ანგარიში, თუმცა მეორე ნახევარში ვერ შეძლეს დაწინაურება და ტიტული დაკარგეს.