კალათბურთი

2:40 | 7.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

ღმერთო ჩემო! თორნიკე შენგელიას ბრწყინვალე მატჩი და გადამწყვეტი დაფარება ბოლო წამზე (+VIDEO)

ევროლიგაში „ბასკონიამ“ ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა. ესპანელებმა 28-ე ტურში ბერლინის „ალბასთან“ უდრამატულეს შეხვედრაში 73:72 იმარჯვეს.

„ბასკონია“ ბოლო პერიოდის წინ 11 ქულით მარცხდებოდა, მაგრამ დასკვნითი ათწუთეული 25:13 მოიგო და გამარჯვებაც იზეიმა. ამაში უდიდესი როლი საქართველოს ნაკრების კალათბურთელებს, თორნიკე შენგელიასა და მეტ ჯენინგს მიუძღვით.

შენგელიამ საფინალო სირენამდე 59 წამით ადრე ანგარიში გაათანაბრა (70:70), ხოლო ჯენინგმა მაშინ, როდესაც მისი გუნდი 70:72-ს აგებდა და თამაშის დამთავრებამდე 3 წამიღა იყო დარჩენილი, სამქულიანით „ბასკონია“ დააწინაურა - 73:72. თუმცა, ეს ყველაფერი არაა. დარჩენილ სამ წამში გერმანელები ახლოს იყვნენ გადამწყვეტი ორქულიანის ჩაგდებასთან, მაგრამ თორნიკემ გაიბრწყინა და ულამაზესი ბლოკშოტით მატჩის გმირი გახდა.

ზოგადად, ესპანელთა ქართველ კაპიტან კიდევ ერთხელ გასაოცარი თამაში ჰქონდა. 34:26 წუთში თორნიკემ 24 ქულა, 7 მოხსნა (4 შეტევაში), 5 პასი, 3 ჩაჭრა და 1 დაფარება (თან რა საჭირო მომენტში?!) მიითვალა. ჩვენებურმა 13-დან 8 ორქულიანი, 4-დან 1 სამქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, შედეგად, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 28-ს გაუტოლდა.

24 ქულითა და მარგი ქმედების 28 კოეფიციენტით ქართველი ორივე გუნდში უპირობოდ გამორჩეული იყო და MVP-ის ტიტული დამსახურებულად მიიღო. ჯენინგმა 33:36 წუშთი 10 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი და 2 ჩაჭრა გაახერხა, მისი სარგებლიანობის ინდექსი კი 13 აღმოჩნდა.

„ბასკონიას“ რეგულარული სეზონის დასრულებამდე ორი ტურით ადრე 12 გამარჯვების საპირწონედ 16 მარცხი აქვს და ჯერაც მე-13 ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას კი 12 მარტს, თელ ავივში „მაკაბისთან“ ჩაატარებს, რომელსაც პლეი-ოფში თამაშის უფლება უკვე მოპოვებული აქვს.

0.124254