დანიის ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით დანიის სუპერლიგის და პირველი დივიზიონის მატჩები მაყურებლების გარეშე ჩატარდება. აღნიშნული გადაწყვეტილება ფედერაციამ მას შემდეგ მიიღო, რაც ქვეყნის პრემიერმინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა მარტში იმ ღონისძიებების გაუქმება ან გადატანა ბრძანა, რომელსაც 1000-ზე მეტი ადამიანი უნდა დასწრებოდა.
კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო მიღებული შეზღუდვების მიუხედავად, თამაშები მაინც გაიმართება, თუ მაყურებლების გარეშე. პირველი კლუბი, რომელმაც განაცხადა, რომ მარტში თამაშებს დახურულ კარს მიღმა ჩაატარებდა, "კოპენჰაგენი" იყო. მსგავსი გადაწყვეტილება სხვა კლუბებმაც მიიღეს.
აღსანიშნავია, რომ გუშინ დანიის ეროვნული ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს ტომას კალენბერგს კორონავირუსი დაუდასტურდა. ტომასი ამსტერდამში მოგზაურობდა და მას კონტაქტი ჰქონდა "ბრონდბიუს" სამ მოთამაშესთან, რომლებიც კარანტინში მოათავსეს.