ფეხბურთი

21:33 | 6.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

ტიტემ ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ტიტემ 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი მატჩებისთვის 24-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. რჩეულთა სიაში ვერ მოხვდა "ლივერპულის" მეკარე ალისონი, რომელიც ტრავმირებულია.

"სელესაო" შესარჩევი ეტაპის შეხვედრებს ბოლივიასთან 27 მარტს, ხოლო პერუსთან 1 აპრილს გამართავს.

მეკარეები: ვევერტონი ("პალმეირასი"), ედრსონი ("მანჩესტერ სიტი"), ივან კუარეზმა ("პონტე პრეტა");

მცველები: დანი ალვეში ("სან პაულუ"), დანილო ("იუვენტუსი"), ალექს სანდრო ("იუვენტუსი"), რენან ლოდი ("ატლეტიკო"), ტიაგო სილვა (პსჟ), მარკინიოსი (პსჟ), ედერ მილიტაო ("რეალი"), ფელიპე ("ატლეტიკო");

ნახევამრცველები: კაზემირო ("რეალი"), ფაბინიო ("ლივერპული"), ბრუნუ გიმარაესი ("ლიონი"), არტური ("ბარსელონა"), ევერტონ რიბეირო ("ფლამენგო"), ბრუნუ ენრიკე ("ფლამენგო"), ევერტონ სოარესი ("გრემიო");

თავდამსხმელები: ფილიპე კოუტინიო ("ბაიერნი"), გაბრიელ ჟეზუსი ("მანჩესტერ სიტი"), ნეიმარი (პსჟ), რიშარლისონი ("ევერტონი"), რობერტო ფირმინო ("ლივერპული"), გაბიგოლი ("ფლამენგო");

თეგებიტიტე
0.142834