ფეხბურთი

15:06 | 6.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსის" ქველმოქმედება: 3 ტონა საკვები ღარიბი ადამიანებისთვის

„იუვენტუსმა“ საქველმოქმედო ორგანიზაციებს 3 ტონა საკვები უსახსოვრა. როგორც Tuttosport-ი წერს, „იუვენტუსი“ – „მილანის“ მატჩისთვის განკუთვნილი საკვები, რომელიც უკვე მზად იყო, იმ ადამიანებს გადაეცათ, რომელთაც ყველაზე მეტად სჭირდებოდათ.

საქმე ისაა, რომ „იუვე“ – „მილანის“ შეხვედრა კორონავირუსის გამო დაწყებამდე 24 საათით ადრე გადაიდო და კლუბს „ალიანც სთედიუმზე“ მიტანილი საკვები გამზადებული დარჩა.

შედეგად, კლუბის ხელმძღვანელობამ საქველმოქმედო ორგანიზაციების დახმარება გადაწყვიტა.

თეგებიიუვენტუსი
0.064728