სხვა

3:24 | 6.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას წყვილს მსოფლიოს ჩემპიონობამდე 0.5 ქულა აშორებს (+VIDEO)

ტალინში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში იუნიორთა შორის წარმატებულად ასპარეზობს გიორგი რევიასა და მარია კაზაკოვას დუეტი.

ქართულმა წყვილმა რითმული ცეკვის შემდეგ 69.98 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზეა. აღსანიშნავია ისიც, რომ პირველ პოზიციაზე მყოფ რუსეთის წარმომადგენლებს ელიზავეტა შანაევასა და დევიდ ნარიჟნის 0.5 ქულით ჩამორჩებიან. ხოლო 68.27 ქულით მესამე ადგილზე ამერიკის შეერთებული შტატებიდან ევონლი ნგუენისა და ვადიმ კოლესნიკის წყვილია.

რითმული ცეკვის მაჩვენებლით მარია კაზაკოვა და გიორგი რევია მცირე ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდა.

საკმაოდ მაღალი კონკურენციაა სპორტულ ცეკვებში, რომელსაც ერთდროულად ის ხუთი წყვილი ქმნის, რომლებიც მსოფლიო რეიტინგში წამყვან პოზიციაზე არიან, თუმცა ჩემპიონატის ფავორიტებად კვლავ რჩებიან კაზაკოვა-რევიას, ასევე რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატებიდან წარმოდგენილი წყვილები.

სპორტულ ცეკვებში იუნიორთა შორის მსოფლიო ჩემპიონისა და პრიზიორების ვინაობა 7 მარტს გახდება ცნობილი. ქართულ წყვილს მარია კაზაკოვასა და გიროგი რევიას დიდი შანსი აქვთ ამ სერიოზული კონკურენციის პირობებში ყველაზე მაღალი სინჯის მედლების მოპოვებისა, რომელიც 2019 წლის გარნ პრის ფინალში გამარჯვების ღირსეული გაგრძელება იქნება.

0.122869