ფეხბურთი

20:16 | 5.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

კეინს ზაფხულში „მანჩესტერში“ გადასვლა სურს

„ტოტენჰემის“ შემტევმა, ჰარი კეინმა, კარიერა, შესაძლოა, „მანჩესტერ იუნაიტედში“ გააგრძელოს - გვამცნობს Goal.com.

წყაროს მტკიცებით, კეინს არ უნდა ელოდოს სანამ „ტოტენჰემში“ კონკურენტუნარიან გუნდს შექმნიან და რაიმე ტიტულს მოიგებენ. მას უახლოეს ხანში სურს სერიოზული ჯილდოს მოპოვება, ამიტომ, დიდი შანსია, ზაფხულში მანჩესტერში გადაბარგდეს.

შეგახსენებთ, რომ კეინი „ტოტენჰემის“ აღზრდილია. პირველ გუნდში კი 2009 წლიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირში მან 25 მატჩში 17 ბურთი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემით გამოირჩა.

0.119967