6 მარტიდან დევისის თასი იწყება. საქართველოს ეროვნული საოგბურთო ნაკრების მეტოქე კი ესტონეთის ნაკრებია. დღეს წილისწყრა გაიმართა, რომლის შედეგადაც გაირკვა, რომ პირველ მატჩს ნაკრების ლიდერი ნიკოლოზ ბასილაშვილი გამართავს, რომელიც ვლადიმერ ივანოვს დაუპირისპირდება. მეორე შეხვედრა კი ალექსანდრე მეტრეველსა და კრისტიან ტიმს შორის შედგება.
რაც შეეხება წყვილებს - გიორგი წივაძე და ზურა ტყემალაძე მატიას სიმარსა და ვლადიმირ ივანოვს დაუპირისპირდებიან. შეხვედრები 6 მარტს, თბილისის დროით 10:45 საათიდან დაიწყება.