პორტუგალიის პრიმეირა ლიგის XXIII ტურის სიმბოლურ ნაკრებში გიორგი მაკარიძე მოხვდა. ქართველი ფეხბურთელის თამაში გამოცემა Goalpoint-მა 7.7 ქულით შეაფასა და სიმბოლურში მიუჩინა ადგილი.
"ვიტორიას" ჩვენებურმა კარის დარაჯმა გასულ უიქ-ენდზე „პორტიმონენსესთან“ შესანიშნავად ითამაშა, საკუთარ გუნდს ქულის მოპოვებაში დაეხმარა (0:0) და მატჩის საუკეთესო მოთამაშის პრიზიც მიიღო.
აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში ჩატარებული 22 შეხვედრიდან გიორგიმ 11-ჯერ კარი მშრალად შეინახა.