„ნაპოლისა“ და „ინტერის“ იტალიის თასის საპასუხო ნახევარფინალური მატჩი კორონავირუსის გამო გადაიდო - გვამცნობს Football Italia. ამის შესახებ, დღეს, 4 მარტს, რეგიონის პერფექტმა, მარკო ვალენტინიმ განაცხადა.
ეს შეხვედრა ხვალ, 5 მარტს უნდა გამართულიყო ნეაპლის „სან პაოლოს“ სტადიონზე. პირველი მატჩი 12 თებერვალს მილანის „სან სიროზე“ ჩატარდა და ნეაპოლელების გამარჯვებით 1:0 დამთავრდა.
27 თებერვალს გაცხადდა, რომ კორონავირუსი პროფესიონალ ფეხბურთელსაც შეეყარა.