ძიუდო

14:40 | 4.03.2020 | ნანახია 2473 - ჯერ

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ გურამ თუშიშვილის იპონი გამოარჩია

გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში გამართული გრანდ სლემი ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ შეაჯამა და აღნიშნული ტურნირის 5 საუკეთესო გდების ვიდეო გამოაქვეყნა. საუკეთესო ხუთეულში პირველი ადგილი გურამ თუშიშვილს ერგო, რომელმაც ფინალში მასპინძელი იოჰანეს ფრეის დამარცხება 44 წამში ულამაზესი იპონით მოახერხა და ჩემპიონობა მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა ფალავანმა დიუსელდორფის გრან პრიზე 5 ორთაბრძოლა ჩაატარა და ხუთივე დაპირისპირებაში იპონით გაიმარჯვა.

აქვე გეტყვით, რომ მეხუთე ადგილი იაპონელ ნაოჰისა ტაკატოს ერგო, მეოთხეზე ფრანგი ამანდინე ბუჩარდი გავიდა. საუკეთესო სამეულში კი კორეელი კიმ მინიონგი და გერმანელი ანა მარია ვაგნერი შევიდნენ.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

10:46 | 11.03.2020
lagashi (6738)

ევროპის ჩემპიონატზე 3 პირველ ნომერს არ წავიყვანდი, 1. ჩხვიმიანს (იმიტომ, რომ ტრამვა აქვს და უმჯობესია ოლიმპიადისთვის მოიშუშოს), 2. შავდათუაშვილს (საოლიმპიადედ შიდა კონკურენციაში არაფერი აქვს დასამტკიცებელი და ჯობია პირდაპირ ტოკიოსთვის მოემზადოს), 3. ლიპარტელიანს (თან ტრამვა აქვს მოსაშუშებელი და თან საოლიმპიადედ ისედაც არ ჰყავს შიდა კონკურენტი).

წავიყვანდი: 60. პაპინაშვილს (ოლიმპიადისთვის შიდა კონკურენციაში ხომ უნდა ჩაერთოს ბოლო ბოლო).
66. მარგველაშვილს და ნინიაშვილს (შიდა კონკურენციის თვალსაზრისით).
81. მაისურაძეს და გრიგალაშვილს (შიდა კონკურენციის თავლსაზრისით)
90. ღვინიაშვილს და ბექაურს (აქაც საოლიმპიადე შიდა კონკურენცია)
+100 თუშიშვილი და ზაალიშვილი.

თუ ჩხვიმიანი მომჯობინდა და პრეტენზია გამოთქვა (რისი ლეგიტიმური უფლება ნამდვილად აქვს ) , მაშინ ზაალიშვილს ჩავხსნიდი, რადგან ზემოთ ჩამოთვლილთაგან ალბათ ყველაზე ნაკლებად განიხილება მისი ოლიმპიადაზე წაყვანის საკითხი.

10:36 | 11.03.2020
lagashi (6738)

ე.ი ევროპის ჩემპიონატამდე არაფერი ჩატარდება...

11:17 | 05.03.2020
irakli_1979 (226)

ვიდეო სხვა საიტზე ვნახოთ?! რა აზრი აქვს ამ ინფოს, ვიდეოს გარეშე?!

0.066396