ფეხბურთი

15:16 | 4.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

ზაფხულში კეინი „ტოტენჰემიდან“ წასვლის ვარიანტს განიხილავს

„ტოტენჰემის“ შემტევი, ჰარი კეინი, მომავალ ზაფხულს რამდენიმე კლუბის ვარიანტს განიხილავს, მათ შორის „დეზების“ დატოვებისასაც - წერს The Telegraph.

კეინი დარწმუნებული არ არის, რომ დღევანდელი გადასახედიდან, ახლო მომავალში „ტოტენჰემი“ რაიმე ტიტულს მოიგებს, მით უმეტეს, რომ გაისად ჩრდილოლონდონელების ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრაც სათუოა.

კლუბის ხელმძღვანელობა ყველა ღონეს ხმარობს კეინის შესანარჩუნებლად. თუ ჰარი წასვლას მაინც გადაწყვეეტს, მასში მსურველს 150 მილიონი გირვანქის გადახდა მოუწევს.

კეინი „ტოტენჰემის“ აღზრდილია და მთავარ გუნდში 2009 წლიდან თამაშობს.

0.131911