„იუვენტუსის“ მთავარვარსკვლავის, კრიშტიანუ რონალდუს დედამ, 65 წლის დოლორეს ავეირუმ, წუხელ, 3 მარტის გამთენიისას, ინსულტი გადაიტანა და ის სასწრფოდ ჰოსპიტალში წაიყვანეს - წერს პორტუგალიური A Bola.
ექიმების თქმით, ინსულტი საკმაოდ მძიმე ფორმისაა, რასაც შეიძლება მეტყველების დარღვევა და პარალიჩი მოჰყვეს. ამჟამად ავეირუს მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
რონალდუს დედასთან განსაკუთრებით თბილი ურთიერთობა აქვს. შეამჩნევდით ალბათ, ტელერეპორტაჟებისას, დონია დოლორესი შვილის ყველა მნიშვნელოვან მატჩს და დაჯილდოებას ესწრებოდა ხოლმე.