„მანჩესტერ სიტიმ“ თავის ოფიციალურ გვერდზე დაადასტურა ინფორმაცია „კურიტიბას“ მცველის, იან კოუტუს შეძენის შესახებ.
17 წლის ბრაზილიელი „ქალაქელებთან“ ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს. ახალ გუნდს კი ზაფხულიდან შეუერთდება.
საინტერესოა, რომ იანვრის ბოლოს გამოჩნდა ინფორმაცია, თითქოს „ბარსელონას“ უკვე შეეთანხმებინა ტრანსფერი კოუტუსთან და 5 მილინი ევროს გადახდასც აპირებდა.
კოუტუ ბაზილიის ახალგაზრდული ნაკრების წევრია, რომელთან ერთადაც 2019 წლის ნოემბერში მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო.