ამსტერდამის "აიაქსი" ბოლო დროს კრიზისშია და ოთხი დღის წინ ევროპა ლიგასაც დაემშვიდობა. ახლა კი, ერედივიზიონში ერთპიროვნული ლიდერობაც დაკარგა, მას შემდეგ, რაც საკუთარ მოედანზე უშუალო კონკურენტ "ალკმაართან" 0:2 დამარცხდა.
ერიკ ტენ ჰაგის გუნდმა მიმდინარე სეზონში ერედივიზიონში მეორე საშინაო მატჩი წააგო და ეს უფრო მეტია, ვიდრე 2017-2018 და 2018-2019 წლებში ერთად ჰქონდა წაგებული "იოჰან კრუიფ არენაზე".
ჩემპიონატს კი 24 ტურის შემდეგ "ალკმაარი" და "აიაქსი" 53-53 ქულით ლიდერობენ. შორს არც როტერდამის "ფეიენოორდი" და პსვ ეინდჰოვენი იმყოფებიან (შესაბამისად 47 და 46 ქულა).