ჭიდაობა

0:37 | 2.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

დარბაზში მამის გარდაცვალების შემდეგ მოპოვებული საქართველოს ჩემპიონობა (+VIDEO)

თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის 74 კგ წონით კატეგორიაში ლუკა მარიამიძე გახდა. ლუკამ ჩემპიონობა დიდი გმირობის ხარჯზე მოახერხა.

გუშინ, მას შემდეგ, რაც მარიამიძე ნახევარფინალში გავიდა, ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა, მამამისი, რომელიც ტრიბუნებზე იმყოფებოდა, გულის შეტევით გარდაიცვალა. ლუკამ უდიდესი ტრაგედიის მიუხედავად საკუთარ თავში ძალა იპოვა, ნახევარფინალი მოიგო და ფინალში გავიდა.

მეორე დღეს ფინალური ასპარეზობაში მარიამიძის გამოცხადებას არ ელოდა, მაგრამ ის მაინც გავიდა საჭიდაო ხალიჩაზე, სუფთად მოიგო და საქართელოს ჩემპიონი მამის ხსოვნის საპატივცემულოდ ღირსეულად გახდა. ჩემპიონობის შემდეგ კი, ემოციები ვერ შეიკავა...

0.130543