ფეხბურთი

22:05 | 1.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

ნიკა კაჭარავამ გაიტანა, მაგრამ "ანორთოსისი" კრიზისშია და ისევ დამარცხდა (+VIDEO)

ფამაგუსტას „ანორთოსისი“ კრიზისშია. თემურ ქეცბაიას გუნდმა კვიპროსის ჩემპიონატში ზედიზედ მეორე, ბოლო ოთხ ტურში კი მესამე მარცხი განიცადა.

ქართველების გუნდი საკუთარ მოედანზე ლარნაკას აეკ-თან ვერაფერს გახდა და 1:2 წააგო. გიორგი ლორიას კარში დუბლი ჩრილო მაკედონიელმა ივან ტრისკოვსკიმ შეასრულა, რომელმაც ჯერ ჯარიმა გაიტანა, მერე თავური დარტყმით სხვაობა გაზარდა.

ფამაგუსტელთაგან ერთადერთი გოლი ნიკა კაჭარავას ანგარიშზეა. ქართველი ფორვარდი მოედანზე 69-ე წუთზე მიხალ დურისის ნაცვლად გამოჩნდა და მსაჯის კომპენსირებულ დროში თავი გამოიჩინა (მიმდინარე სეზონში მეექვსე გოლი), მაგრამ საკუთარი გუნდი მარცხისგან ვერ იხსნა. საგოლე კომბინაციაში ჯანო ანანიძეც მონაწილეობდა, საგოლე პასი კი, მარკასას ანგარიშზეა, ისე ნიკამაც ჩინებულად ითამაშა და გოლში ყველაზე დიდი როლი ცხადია მას მიუძღვის.

კაჭარავას მსგავსად ცვლილებიდან ითამაშა ჯანო ანანიძემ, რომელიც მინდორზე 46-ე წუთზე გამოჩნდა, ხოლო გიორგი ლორიამ, მურთაზ დაუშვილმა და თორნიკე ოქრიაშვილმა შეუცვლელად ითამაშეს.

„ანორთოსისს“ 43 ქულა დარჩა და ლიდერობას ისევ ინარჩუნებს. თუმცა, ხვალ მისი უშუალო კონკურენტები, „ომონია“ და „აპოელი“ ერთმანეთს შეხვდებიან და შესაძლოა ქეცბაიას გუნდი ერთი საფეხურით დაქვეითდეს.

0.116177