ინგლისის ჩემპიონატის 28-ე ტურის მატჩში "ლივერპული" გასვლაზე "უოტფორდთან" 3:0 დამარცხდა, "მერსისაიდელებმა" სეზონში პირველი მარცხი განიცადე, და "არსენალის" რეკორდის გამეორება, პრემიერლიგის წაუგებლად მოგებას ვეღარ შეძლებენ. მატჩის შემდეგ კომენტარი ლივერპულელთა დაცვის ბურჯმა ვირჯილ ვან დეიკმა გააკეთა.
"უოტფორდმა" კარგად ითამაშა და მათი შემართება შესაქებია. მათ მოგება დაიმსახურეს. 0:3 წაგება, მიუღებელი და მტკივნეულია. ჩვენ გუნდში "არსენალის" რეკორდზე არასოდეს გვისაუბრია, რეკორდები მხოლოდ მედიისთვისაა. ახლა მომავალ შეხვედრებში მობილიზება უნდა მოვახერხოთ და წარმატებას მივაღწიოთ"- განაცხადა ვან დეიკმა.