სოლომონ კვირკველიამ როგორც იქნა „ლოკომოტივის“ ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაიბრუნა. „ზენიტთან“ საგარეო შეხვედრაში ჩვენებურმა შეუცვლელად ითამაშა და საკუთარ გუნდს ქულის მოპოვებაში დაეხმარა (0:0).
ნამატჩევს სოლომონმა რუსულ მედიასთან კომენტარი, როგორც თამაშის, ისე საკუთარი მდგომარეობის შესახებ გააკეთა:
„ძალიან სერიოზული ტრავმა მქონდა. ყველა ფიქრობდა, რომ კლუბის მენეჯმენტთან ან მთავარ მწვრთნელთან კონფლიქტი მქონდა, მაგრამ დიდი დრო მჭირდებოდა დასაბრუნებლად. დღეს ფიზიკურად თავს შესანიშნავად ვგრძნობ.
ასეთი მატჩი განსხვავებული უნდა ყოფილიყო, ბოლოს და ბოლოს „ლოკომოტივი“ და „ზენიტი“ თამაშობდნენ, აქ ემოციები საჭიროა. არ გვიგვრძნია სიომინის სათადარიგო სკამიდან გაძევება, ჩემთვის მთავარი დაცვაში კარგი თამაში იყო. „ზენიტთან“ სტუმრად ვითამაშეთ, არ წავაგეთ და ჩემი აზრით, კარგი შედეგია. პიროტექნიკა? მე საერთოდ არაფერი მიგვრძნია, თამაშის დროს არ მაწუხებდა“, - თქვა კვირკველიამ.
აქვე გეტყვით, რომ ქართველმა მცველმა რუსეთის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში პირველად ითამაშა ძირითად შემადგენლობაში, მანამდე რუსეთის თასსა და ჩემპიონთა ლიგაზე თითოჯერ მოხვდა სასტარტოში.