„ნაპოლისთვის“ მიმდინარე სეზონი წარუმატებლად მიმდინარეობს, მაგრამ ბოლო დროს ჯენარო გატუზოს გუნდი ათამაშდა. სერია A-ში ზედიზედ სამჯერ მოიგო, რაც ამ სეზონში საუკეთესო სერიაა.
იტალიელმა სპეციალისტმა კი „ტორინოსთან“ (2:1) გამარჯვების შემდეგ საინტერესო კომენტარი გააკეთა:
„ფეხბურთელებმა ისე უნდა ივარჯიშონ, როგორც მე ვეტყვი და არა ისე, როგორც ისინი ამბობენ. შეტევაში ბრედ პიტივით ლამაზები უნდა ვიყოთ, ხოლო დაცვაში ჩემსავით მახინჯები“, - თქვა გატუზომ.
„ნაპოლი“ 39 ქულით მეექვსე ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგის ზონას 6 ქულა აშორებს, თუმცა „ატალანტასთან“ შედარებით ორი მატჩით მეტი აქვს ჩატარებული.