პრიმერას 26-ე ტურის მთავარი ამბები კვირას მოხდება. კულმინაცია კი თბილისის დროით ღამის 12 საათზე დადგება, როცა მადრიდის „სანტიაგო ბერნამეუზე“ „რეალი“ – „ბარსელონას“ მორიგი „კლასიკო“ დაიწყება.
შაბათს კი ერგვარი „მოთელვა“ იყო.
აღსანიშნავია „ვალენსიას“ „ბეტისთან“ გამარჯვება. აქამდე ვალენსიელებს, ყველა ტურნირში ხუთი მატჩის განმავლობაში აღარ მოეგოთ.
ესპანეთი
პრიმერა. 26 ტური. 29 თებერვალი
ეიბარი - ლევანტე 3:0
1:0, 2:0 შარლესი (27, 48), 3:0 ორელიანა (85)
72-ე წუთზე შარლესმა ვერ გაიტანა პენალტი (მეკარე)
ვალენსია - ბეტისი 2:1
1:0 გამეირო (60), 2:0 პარეხო (89), 2:1 ლორენი (90+3)
ლეგანესი - ალავესი 1:1
0:1 პერესი (47), 1:1 კარილიო (59)
გრანადა - სელტა 0:0